ძვირფასო მომხმარებლებო! გაცნობებთ, რომ პროგრამა გადადის ნაწილობრივ ფასიან მომსახურებაზე.ამ ეტაპზე პროგრამა რჩება ტესტირების რეჟიმში,დაემატა მხარდაჭერის პროგრამა. ამ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისათვის ტარიფი განისაზღვრება თვეში 25 ლარით და ეს ტარიფი შეუნარჩუნდებათ პროგრამის სრულად გაშვებიდან კიდევ 1 წლის განმავლობაში. პროგრამის სრულად გაშვებამდე, შესაძლებელია უფასოდ სარგებლობა, თუმცა, სრულად გაშვების შემდეგ, მოგიწევთ სრული ტარიფის გადახდა.
Account-Bot ონალინ პლატფორმაა, რაც ნიშნავს რომ თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენი ბიზნესის მიმდინარე მაჩვენებლებს და განაახლოთ ინფორმაცია, ყველგან სადაც ინტერნეტია, ნებისმიერი მოწყობილობით
ინტეგრაცია საბუღალტრო პროგრამის აუცილებელი ნაწილია. Account-Bot სრულყოფილად ინტეგრირებულია rs.ge-სთან. ასევე დაემატება ავტომატური დეკლარირება
Account-Bot მრავალი ფუნქციით დატვირთული პროგრამაა. მომხმარებელს საშუალება ეძლევა აირჩიოს თავისთვის საჭირო ფუნქციონალი, დაახარისხოს ინფორმაცია და არ დატვირთოს ზედმეტი ინფორმაციით პროგრამაში სამუშაო გარემო
1. ავტომატური დეკლარირება
თუ მომხმარებელს დაავიწყდა დეკლარაციის გადაგზავნა შემოსავლების სამსახურში, თუნდაც სულ არ ჩართოს კომპიუტერი, პროგრამა არსებულ მონაცემების საფუძველზე შედგენილ დეკლარაციას მაინც გადააგზავნის.
თუ მომხმარებელი გასულ საანგარიშო პერიოდში განახორციელებს მონაცემების ცვლილებას პროგრამაში, ავტომატურად მოხდება გასული პერიოდის დეკლარაციების დაზუსტება და გადაგზავნა შემოსავლებისა სამსახურში.
2. საქსტატთან ინტეგრაცია
პროგრამა ავტომატურად შეძლებს საქსტატის მიერ მოთხოვნილ ფორმების შევსებას და გადაგზავნას.
3. დაფინანსების განსაზღვრა
საფინანსო-ეკონომიური მაჩვენებლების ანალიზით, პროგრამა შეძლებს რეკომენდაციების მიცემას მეწარმისათვის, თუ რამდენის, როგორი სახის და რა ვადის კრედიტის მიღება იქნება უკეთესი საწარმოს განსავითარებლად.
4. კონტრაჰენტებთან ურთიერთობის სანდოობა
მომხმარებელს, საფინანსო-ეკონომიური მაჩვენებლები შეეძლება სურვილისამებრ, გამოიტანოს თავის ვებ-გვერდზე, რათა კონტრაჰენტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საწარმოს არ ემუქრება გადახდისუუნარობა და შესაძლებელია სტაბილური თანამშრომლობა.
პროგრამაში გათვალისწინებულია ვებ-სერვისები, რომლებიც საშუალებას მისცემს მეწარმეს თავის ვებ-გვერდზე გამოიტანოს პროდუქციის პრაის-ლისტი, რომლის განახლებაც ავტომატურ რეჟიმში მოხდება. ვებ-სერვისების გამოყენებით, ძირითადი ბაზა უკვე მზადაა ინტერნეტ-მაღაზიისათვის.
წარმოების უმარტივესი მოდული, უზუსტესად გამოითვლის მიღებული პროდუქციის თვითღირებულებას. პროგრამა უზრუნველყოფს საწარმოო და არასაწარმოო ხარჯების კლასიფიკაციას, ზედნადები ხარჯების ზუსტ გადანაწილებას წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაზე.
ფულის მოძრაობის, სასაქონლო ნაშთების, დებიტორების და კრედიტორების უზუსტესი აღრიცხვა; ფულის და მატერიალური აქტივების დეტალური მოძრაობა აღირიცხება ცალკე ცხრილებში, რაც აადვილებს თანხებისა და სასაქონლო ნაშთების კონტროლს.
მარტივი და უფასო რეგისტრაცია;
Account Bot სრულად ინტეგრირებულია rs.ge პორტალთან; ზედნადებების მიღება და გადაგზავნა rs.ge-ზე შეუსვლელად ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი. პროგრამაში მუშაობა შეუძლია ყველას, ვინც იცის rs.ge-ს მოხმარება
პროგრამასთან დაკავშირებული კითხვები და მოთხოვნები მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე
Account-Bot
მომხმარებელი
დაიწყე დემო ვერსიაში მუშაობა უფასოდ